fbpx

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელში

შიდა ტურნირი ხელბურთში

თბილისის საერთაშორისო სკოლაში ჩატარდა შიდა ტურნირი ხელბურთში. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით

კონფერენცია თემაზე: „კომუნიზმი 100 წლის გადმოსახედიდან“

სსრკ-ს დაშლიდან 30 წელი გავიდა, ქ. თბილისის საერთაშორისო სკოლის VIII ,IX, X კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: „კომუნიზმი 100 წლის გადმოსახედიდან“. მოსწავლეებმა როლური თამაშებით გადაგვახედეს წარსულში, მათი მთავარი გზავნილი იყო: არსებობს თუ არა ჩვენს მენტალობაში კვლავ სსრკ?წარმოდგენილი თემები იყო:ტოტალიტარიზმი1936-37წწ. რეპრესიებისტალინი-პიროვნების კულტი-ტირანი თუ გმირიგანათლება სსრკ სკოლებში.მოსწავლეებმა ასევე სსრკ-ს დროინდელი ნივთებისგან შექმნეს მუზეუმი. ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით მათ […]

“თბილისის საერთაშორისო სკოლა და გარემოს დაცვა”

“თბილისის საერთაშორისო სკოლა და გარემოს დაცვა” გარემოსდაცვითი განათლების მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას გარემოსდაცვით კონტექსტზე დაფუძნებით. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობას დედამიწის, როგორც საერთო სასიცოცხლო სივრცის, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ამის გათვალისწინებით სკოლის საერთო კულტურა მოსწავლეს უნდა უბიძგებდეს გააცნობიეროს პირადი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ, გაიაზროს მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, ჩამოუყალიბდეს სწორი […]

,,თბილისის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო
ასპარეზზე“
2020-2025

,,თბილისის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე“ 2020-2025 პროექტის მიზნები:შპს ,, თბილისის საერთაშორისო სკოლის“ საგანმანათლებლო პროექტის ,,თბილისის საერთაშორისო სკოლა საერთაშორისო ასპარეზზე“ მიზანია: სკოლის მისიით, სასკოლო სასწავლო გეგმითა და სტრატეგიული გეგმებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა; სკოლის ჩართვა მსოფლიო განათლების სივრცეში მოსწავლეთა შესაძლებლობების გაზრდის, სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა დაკავშირების […]

თბილისის საერთაშორისო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის დარჩენილ ადგილებზე პირველკლასელთა მიღება გრძელდება

 თბილისის საერთაშორისო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლისთვის დარჩენილ ადგილებზე პირველკლასელთა მიღება გრძელდება  აქ თქვენს შვილს ელის ინდივიდუალურ განვითარებაზე მორგებული სასწავლო სისტემასაგაკვეთილო პროცესი მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან ერთადდახვეწილი ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო გარემო იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია გასაუბრებაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით595 43 77 99tbilisi.international.school1@gmail.comდიდი დიღომი, თავისუფლების ქუჩა N 10

სკოლის მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების გასვლითი ტური ზედაზენში

2022-09-18 თბილისის საერთაშორისო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ხატია ტრაპაიძის და დამრიგებლის მაია სალთხუციშვილის ინიციატივით, ესტუმრნენ ზედაზნის ულამაზეს ბუნებას, სადაც მოსწავლეებმა მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, განიხილეს სასკოლო არდადეგებზე წაკითხული მხატვრული ლიტერატურა. აქტივობის მიზანი იყო, მშობელთა ჩართულობა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის პროცესში და მშობელთა როლის გაძლიერება მოსწავლის კითხვის, მსჯელობისა და ანალიზის უნარების განვითარებაში, […]

თბილისის საერთაშორისო სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ.

  თბილისის საერთაშორისო სკოლას პირველი კლასის მოსწავლეები შემოუერთდნენ. ჩვენს ახალწვეულებს, სიმბოლურად სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო მათ განწყობაზე იზრუნეს ყველაზე მხიარულმა ანიმატორებმა. კიდევ ერთხელ, ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ შემეცნებით, მრავალფეროვან, სახალისო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!